суббота, 10 сентября 2011 г.

მცენარე ,,ალოე".

პროექტის სახელწოდება: მცენარე ,,ალოე"
პროექტის მთავარი იდეა:(თემა)1–2 წინადადებით:პროექტი ეხება მცენარე ალოეს,მოსწავლეები გაეცნობიან მცენარის სხვადასხვა ჯიშებს, შეისწავლიან მათ მოვლას ,სარგებლობას ცხოვრებაში.გამოყენებას სკოლის გასალამაზებლად.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ალოეს შესახებ, ისწავლიან მის დარგვას, მოვლას, მორწყვას, ყვავილისთვის ნაყოფიერი მიწის მომზადებას .გაეცნობიან ალოეს უამრავ ჯიშებს ,ისწავლიან მის გამოყენებას როგორც მკურნალი მცენარე, ექნებათ კავშირი სელექციონერებთან, მათი გამოცდილებიდან შეიძენენ ბევრ მათთვის საინტერესო და გამოსადეგ ინფორმაციებს, მოიძიებენ ბიბლიოთეკაში მედიცინის წიგნებს.
პროექტის მიზნები:შეაგროვონ ფოტოები,მოაწყონ დეკორატიული ყვავილების გამოფენა ,კვლევის შედეგები გამოაქვეყნონ ბუკლეტების სახით.
მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: მარტიდან –ივლისამდე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ინფორმაციების მოძიება– მოპოვებით გაეცნობიან და ეცოდინებათ მცენარე ალოეს მოვლა ,ახალი ჯიშების გამოყვანის ტექნოლოგიები,მათი გამოყენება მედიცინაში როგორც მკურნალი და სასარგებლო მცენარე, განათავსებენ მათ  სკოლაში ,ოთახებსა და დერეფნებში, შექმნიან სასიამოვნო გარემოს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელოები, ინტერნეტი, ფოტოები.
პროექტის მსვლელობა:(ძირითადი აქტივობები) მოსწავლეები ბიბლიოთეკის და ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალას ალოეს შესახებ, ისწავლიან ახალი ჯიშების გამოყვანის ტექნოლოგიებს,მოიპოვებენ ინფორმაციებს და განათავსებენ ვებ–გვერდზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბოტანიკა, ინფორმატიკა , შრომა, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი:ელენე ჩხიკვაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:elenachxikvadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:elenachxikvadze.blogspot.com.